წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1775242468
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სანქციების შეფასებისას განაცხადა, რომ მას ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ნანახი აქვს და კარგი დემოკრატიის ქვეყანაა.
,,ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ნანახი მაქვს, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის, ვისაც ნანახი არ აქვს, იმას გული დაწყდება.
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ვემსახურებით, არა ომი, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება და საქართველოს თითოეული მოქალაქის, მისი სტუმარი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი - არა, ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია", - განაცხადა ლილუაშვილმა.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
გორში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა
1775240373