მართვის მოწმობის აღება მარტივდება - მომსახურების სააგენტოს უახლესი განცხადება
1779388905
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამარ კეკენაძის თქმით, დანიას აქვს ძალიან მაღალი სტანდარტის მართლმსაჯულება და ის, რომ ქვეყნებში ხდება გარკვეული ძალადობრივი გადაცდომები პოლიციის მხრიდან ახალი არ არის.
მისი თქმით, დანიაში ასეთი ტიპის გადაცდომები მკაცრად იქნება დასჯილი.
"არ იდარდონ დანიაზე. დანიას პირველ რიგში აქვს ძალიან მაღალი სტანდარტის მართლმსაჯულება. ის, რომ ქვეყნებში ხდება გარკვეული ძალადობრივი გადაცდომები პოლიციის მხრიდან, ეს არავისთვის ახალი არ არის. განსხვავება საქართველოსა და დანიას შორის არის ის, რომ დანიაში ასეთი ტიპის გადაცდომები მკაცრად იქნება დასჯილი და ამას ყველა ერთად ვნახავთ", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
ცნობისთვის, ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები პოლიციამ დანიის დედაქალაქში შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გასულ კვირას გამოიყენა.გადამეტებული ძალის შედეგად არაერთი აქტივისტია დაშავებული 20-ზე მეტი პირი კი დაკავებულია.