არ არის არაფერი დანაშაული, არც უკანონო, არც არაეთიკური - თაზო დათუნაშვილი ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე

თაზო დათუნაშვილი

პეტერ ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე, კითხვები გერმანიაშიც გაჩნდა. საკითხს "ალტერნატივა გერმანიისთვის" იკვლევს, რომელმაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტია დაინტერესდა რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ელჩი ბოლო ათი კვირის განმავლობაში? არსებობდა თუ არა კონკრეტული მიზეზები ამ შეხვედრებისთვის და თუ არსებობდა, რა იყო ეს მიზეზები.

ასევე, სიმართლეა თუ არა ინფორმაცია, რომ გერმანელმა დიპლომატმა უძრავი ქონება ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებული აქტივიდან იქირავა და რამდენად შეესაბამება ელჩის ქმედებები ვენის კონვენციას.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ არაფერ უკანონოს ადგილი არ აქვს.

"იქ, რომ ვიღაცას რაღაცის გადახდა დაავიწყდა და გადაიხადა, ეს მოგვარებული ამბავია. თუ ვინმე თვლის, რომ იქ რაღაც დანაშაულს ჩადის, ეს დანაშაული "ქართული ოცნების" მიერ აღმოფხვრილი იქნება. იქ არ არის არაფერი დანაშაული, არც უკანონო, არც არაეთიკური. რავიცი, აეფდ-მ შეიძლება ბევრ იდიოტობაზე მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიაში,"- აცხადებს დათუნაშვილი.