კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის შეთანხმებული მოთხოვნა გაახმოვანა.
ვაშაძის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა პარლამენტიდან ,,ხალხის ძალის" კანონპროექტის უკან გაწვევა და გუშინ, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაა.
„საერთო ოპოზიციური სახელით, დღეს გაგაცნობთ გარკვეულ საკითხებს, რომელიც ასევე სამოქალაქო სექტორთან, ყველა ჯგუფთან არის შეთანხმებული, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები და მოთხოვნები იქნება ჩვენი მხრიდან. მოთხოვნა შედგება ორი საკითხისაგან.
პირველი - დაუყოვნებლივ გაიხმოს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტიდან რუსული კანონი.
მეორე – ყველა დაპატიმრებული, რომელიც გუშინ უკანონოდ დააპატიმრეს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ჩვენი ეს ხელები ჩვენი ერთიანობისა და ერთ მუშტად შეკვრის ის ნათელი გზაა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნის შესასრულებლად 1 საათს აძლევს.