ბათუმში კორპუსიდან ქალი გადმოვარდა
1736365947
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართ აშშ-ის სანქციებს გამოეხმაურა.
პიტერ სიიარტომ ანტალ როგანის წინააღმდეგ აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
„ეს არის პირადი შურისძიების აქტი ამერიკის წარუმატებელი ადმინისტრაციის მხრიდან უნგრეთში მოვლენილი ელჩის, რომელიც ახლა წარუმატებლად და სამარცხვინოდ ტოვებს თანამდებობას. ეს ქმედება მიმართულია ანტალ როგანის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღიქვამენ მეგობრად და არა მტრად“, – განაცხადა სიიარტომ.
აშშ-მა „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა. როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული, დასანქცირების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ-ის ფინანსური სისტემა არავითარ როლს არ ითამაშებს ანტალ როგანის კორუფციული საქმეების ფასილიტაციაში.