რომელი ბეჭედი მოგწონთ ყველაზე მეტად? - ფსიქოლოგიური ტესტი
1760446140
ამბედავი, მამაცი ადამიანების ჩაქოლვა საკუთარი სილაჩრის გადასაფარად არახალი ტაქტიკაა. ყველა, ვინც 4 ოქტომბრის ორგანიზატორების ჩაქოლვას ემსახურებით ან ცდილობთ, ის ნარატივი მოახვიოთ თავს, რომ „რეჟიმს დამატებითი არგუმენტაცია მისცა რეპრესიებისთვის“, ხართ ან მავნებლები, ან რეჟიმის სასარგებლო იდიოტები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წითლიძე წერს, „რეჟიმს არ სჭირდება დამატებითი მოტივაცია რეპრესიებისთვის, ისედაც იმავეს იზამდა“.
„ეს ჯერ კიდევ აპრილში დაგვიანონსა ბიძინა ივანიშვილმა, მერე არაერთხელ გაიმეორა კობახიძემ. 4 ოქტომბრის მოწოდება ათონელზე არალეგიტიმური არ ყოფილა, რაზე დაობთ? რეჟიმი თუ მართავს ქვეყანას და კონსტიტუციური ჩარჩოდან გასულია, „შეჭრა“ არ ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თვითონ აიღონ ძალაუფლება ხელში. გაიქცა რომელიმე ლიდერი? ან დაიმალა? საკუთარი თავგანწირვით ანახეს ის, როგორ უნდა ბრძოლა და სად არის რეჟიმის დამარცხების გზა! რატომ არ გამოვიდა და რა არ გვეყო ყველას ერთად? ეს უნდა იყოს განხილვის საგანი და არა ის, იყო თუ არა სწორი კონსტიტუციური უფლების დაცვა ან სჭირდა თუ არა ღობეს რამე. ჩემი უდიდესი პატივისცემა ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსთაველზე ამდენი დღეა, დგას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მათაც კარგად ესმით, რომ ყოველდღე მხოლოდ გვაკლებს ადამიანებს და კიდევ უფრო დაგვაკლებს, თუ გამოსავალს ერთად ვერ ვიპოვით. ეს ჩვენ გავლილი გვაქვს 2012 წლიდან და ზუსტად ვიცით.
გამოსავალი მხოლოდ ერთია: ის, რაც იყო 4 ოქტომბრის პათოსი და ლოზუნგი. ოღონდ მეტი ორგანიზებულობით, სიმრავლით, შეუპოვრობით, რაც დაგვაკლდა გამარჯვებისთვის გაანალიზებით და ბრძოლით, ვიდრე რეჟიმი არ ჩამოიშლება.
კიდევ ერთი ნაძირლობა არის „საერთაშორისოებთან უკიდურესად დავზიანდით“ – უნდა იცოდეთ, რომ ვინც ამას ამბობს, საერთაშორისოებთან ზუსტად იმავე პათოსით და მესიჯით დადის, რითაც ქოცები ესაუბრებიან 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და ამას აკეთებენ შეგნებულად. რა მოტივაციით, საზოგადოებამ განსაჯოს. დიქტატურაში თავისუფალი ადამიანების ბრძოლა დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის – მხოლოდ მხარდაჭერას იმსახურებს“, – წერს ანი წითლიძე.