1770234507
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
“ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში.
მისივე თქმით, უილსონი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაცვლად, ქვეყანას სწორედ “კომუნისტურ ჩინეთს” უწოდებდა, რათა საქართველო დაემცირებინა. “ჯო უილსონ, გესმით? ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და არა კომუნისტური ჩინეთი (თქვენ ხშირად იყენებდით ამას საქართველოს დასამცირებლად). პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?” - წერს თოფურია X-ზე.
ანალიტიკოსმა, ასევე, X-ის ხელოვნურ ინტელექტს, “გროკს” სთხოვა, შეეკრიბა “უილსონის პოსტები კომუნისტური ჩინეთისა და საქართველოს შესახებ.” ცნობისთვის, ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელსაც დონალდ ტრამპმა “შესანიშნავი საუბარი” უწოდა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის აპრილში ჩინეთში ვიზიტს.
@RepJoeWilson you heard?
— Vakhtang Topuria (@vatopuria) February 4, 2026
People's Republic of China, and not COMMUNIST CHINA. (You often used this to smear Georgia.)
Don't you see any problems with President Trump's visit to Beijing and economic relations with the COMMUNISTS?@grok Wilson's posts about Communist 🇨🇳 and 🇬🇪 https://t.co/lmUQ5htLbn pic.twitter.com/hAhbGPmtVd












