1774906632
წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
„ჯივიპის“ ინფორმაციით, დღეს ღამის 23:00 საათიდან ნაძალადევის რაიონში, დადიანის გამზ. N33-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას 5 თებერვლის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დადიანის N27-39 (კენტებს), N2 და ავთანდილ იოსელიანის ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში, თეიმურაზ I ქუჩა N22-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 5 თებერვლის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თეიმურაზ I ქუჩას და თეიმურაზ I შესახვევს.
აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778












