ცვლილება, რომელიც ორსულებს ეხება - მთავრობამ დეკრეტული შვებულების შესახებ ახალი ინიციატივა დაამტკიცა
1794550920
საკონსტიტუციო სასამართლოში დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან თავიდანვე გვქონდა განსხვავებული პოზიციები, შესაბამისად, მისი განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის სტრატეგიაში იმას მიჰყვება, რაც პარტიისთვის სწორად მიაჩნია.
„დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით თავიდანვე გვქონდა განსხვავებული პოზიციები, შესაბამისად, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მე ვაკეთებ იმას, რასაც სწორად ვთვლი. ჩვენ იმას მივყვებით, რასაც სწორად ვთვლით. პარტიის დაცვის სტრატეგია ასეთი უნდა იყოს. ვიცი მისი განსხვავებული პოზიციები, ბევრჯერ გვიკამათია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, წადით სახლში“.