რა გელით 2025 წელს თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით - ზუსტი გამოთვლა
1734813505
სირიის ამბოხებული ოპოზიციური ძალების მიერ სირიის ქალაქ ალეპოში უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლების დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ორი სტუდენტი დაიღუპა. დაშვებულია კიდევ ექვსი ადამიანი.
მეამბოხეებმა ისლამისტური სამხედრო დაჯგუფების „ჰაიეთ ტაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით 27 ნოემბერს შეტევა დაიწყეს ალეპოს ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის ათეულობით ქალაქსა და სოფელში, რომელსაც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში 56 სოფელზე და სამხედრო პუნქტზე დაამყარეს კონტროლი და ქალაქ ალეპოს გარეუბნებს ერთ კილომეტრში მიახლოვდნენ. ამბოხებულმა ჯგუფებმა ასევე ხელში ჩაიგდეს მძიმე შეიარაღება, ასადის რეჟიმის კუთვნილი საწყობები და სამხედრო მანქანები იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონტროლებენ.
ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციურმა ჯგუფებმა კონტროლი დაამყარეს 400 კვადრატულ კილომეტრზე.