ამბობს, რომ მზად არის გააგრძელოს გაფართოების პროცესი საქართველოსთან, მაგრამ მთავრობამ უნდა გააუქმოს უცხოური აგენტების და ანტი LGBTQ კანონი - რიკარდ იოზვიაკი მარტა კოსზე

რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის გაფართოების კომისრობის კანდიდატის, მარტა კოსმის გამოსვლის შესახებ წერს.

„ევროკავშირის გაფართოების შესაძლო კომისარმა მარტა კოსმა თავის მისასალმებელ სიტყვით გამოსვლაში, როდესაც მიმართა ეროპარლამენტარებს, უწოდა გაფართოების პროცესს უკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროპის მეგზური ვარსკვლავი“. სიტყვა არ უთქვამს საქართველოზე. როდესაც ჰკითხეს საქართველოზე: "მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისთვის: არ დაკარგოთ იმედი."

ამბობს, რომ მზად არის გააგრძელოს გაფართოების პროცესი საქართველოსთან, მაგრამ მთავრობამ უნდა გააუქმოს უცხოური აგენტების და ანტი LGBTQ კანონი", - წერს იოზვიაკი.

ევროკომისრობის კანდიდატმა განაცხადა: ჩვენ ველოდებით უცხოური ჩარევისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმებას. ეს იქნება პირველი ნიშანი და ჩვენ მზად ვართ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.