საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა.

საერთაშორისო კონფერენცია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა.

„საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ეგიდით იმართება. დისკუსია შეეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს თემებს, როგორიც არის ქრისტიანობის როლი საქართველოსა და ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში და ამ მემკვიდრეობის მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საბერძნეთის პარლამენტის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა მიმართეს.

✕