1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2 000 ლარის ოდენობით.
„კანონპროექტი მომზადდა გავრცელებული მავნე პრაქტიკის – მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდების გამო, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთან, დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებსა ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა.
მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ“. ახალი პროექტის თანახმად, ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ურბანული ტერიტორიების გამწვანების ერთიანი და გამართული სისტემის დანერგვას მწვანე ნარგავების შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების გათვალისწინებით“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.