კრამონი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება

ევროპარლამენტარი

სად ნახა ირაკლი ღარიბაშვილმა რიცხვი 100? ეს ჩემთვის ახალია. მაინტერესებს წყაროს ნახვა, გთხოვთ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კორუფციულ სკანდალში 100 ევროპარლამენტარია გახვეული.

„საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფიდან არის, რომელიც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. მაგრამ სად ნახა ირაკლი ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყაროს ნახვა, გთხოვთ“, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს“.