ამ პოლიტიკური ძალის დაპირებებს საზოგადოება ძალიან ხისტ პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს - ირაკლი კირცხალია 1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ხაზარაძის პარტიის დაპირებაზე

ირაკლი კირცხალია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია, 1 000-ლარიანი პენსიის შესახებ მამუკა ხაზარაძის პარტიის წინასაარჩენო დაპირებას, აბსურდულს უწოდებს.

მისი თქმით, ამომრჩეველი ამ ცრუ დაპირებებს პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.

„ადამიანი, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება და ადამიანი, რომელიც ბიუჯეტის ნახევარს ედავება ქვეყანას და იქ აგებს და აქეთ ეკისრება კიდევ 650 ათასი დოლარი გადასახდელად, აი ამ პოლიტიკურ ძალას, ამ პოლიტიკური ძალის დაპირებებს საზოგადოება ძალიან ხისტ პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.