ალუდა ღუდუშაური: ცხვრის ქურქში გახვეულმა მგლებმა დაინახეს, რომ ბარიერს ვერ გადალახავენ და სახის შენარჩუნების უსუსური მცდელობისთვის გამოიყვანეს ეს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი

ალუდა ღუდუშაური

გახარიას და „ლელოდ“ წოდებულ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ანასხლეტებს დღეს უდგათ ბარიერის გადალახვის პრობლემა,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ოპოზიციამ კვლევები ჩაატარა და დაინახა მწარე რეალობა, რომ ქართველმა ხალხმა სწორად გამოიცნო სინამდვილეში ვინ არიან ისინი.

ცხვრის ქურქში გახვეულმა მგლებმა დაინახეს, რომ ბარიერს ვერ გადალახავენ და სახის შენარჩუნების უსუსური მცდელობისთვის გამოიყვანეს ეს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და დღეს ცდილობენ ფანჯარა დატოვონ, რომ ეს პოლიტიკური ქორწინება როგორმე დააგვირგვინონ.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ამ ყველაფერს დავასრულებთ“,- აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.