ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 4 ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის, დასანქცირება, არ არის ი ინსტრუმენტი, რომელიც ვინმეს ქვეყნის ინტერესიდან გადაახვევინებს.
„ეს სანქციები არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც რომელიმე სახელმწიფოს შტოს წარმომადგენელზე იმუშავებს და კანონისა და ქვეყნის ინტერესიდან გადაახვევინებს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სანქცირების საფუძვლად მითითებულია, რომ ეს პირები პასუხისმგებლები არიან ან იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე.