ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

„ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. 

მისი თქმით, მოცემულ სიტუაციაში მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

„მგონია, რომ ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება. ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება, მოვლენებს ნუ დავასწრებთ. შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განცხადებას. მოცემულ სიტუციაში მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ზარქუამ.