„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
„არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს”- ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით, ახმეტაში კონსერვატიული მოძრაობის ოფისის დახურვას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები კოსერვატიული მოძრაობის ოფისთან მივიდნენ და ორგანიზაციის ოფისის გახსნა გააპროტესტეს.
აქტივისტების გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შელაპარაკება მხარეებს შორის, რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პოლიციამ ორი პირი განარიდა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, პროტესტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ კონსერვატიული მოძრაობის ოფისები არ დაიხურება.