დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი კეთილი სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყნებს ურთიერთპატივისცემასა და დაფასებაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რამაც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა განაპირობა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისთვის ახალი პერსპექტივები გაიხსნება.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უნგრეთი ჩვენი ერთგული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია.
მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!“ – აღნიშნულია ვიქტორ ორბანის წერილში.