პოლონეთში ნაგავსაყრელზე ათასობით ევროს ღირებულების ბრილიანტის სამკაულები იპოვეს
1774371076
"ჩვენი მთავარი, ეროვნული ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. სწორედ ამ ორი მიზნის შესრულება არის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა," - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" გააკეთა.
"საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ამოცანები და სამოქმედო გეგმა ეფუძნება ამ ორი ამოცანის შესრულებას. ამ ამოცანების შესასრულებლად, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ნორმალური ცხოვრობს რიტმი. ახლა მთავარია, რომ დღევანდელ სამყაროში, რომელიც ომებითა და კონფლიქტებითაა დახუნძლული, ამ ომების დასრულებამდე, შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.