„ახლა გამოჩნდება, ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი..." - რაზე საუბრობს გიგი უგულავა

 უგულავა

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებთან ერთად, “ქართული ოცნების" ოფისთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, აქციას გამართავს.

აქციას სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც დაესწრებიან, მათ შორის გიგი უგულავა, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, რომ „ახლა გამოჩნდება, ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი".

„ახლა ყველა სხვა საკითხი, ჩვენი ევროპული მომავალიც ამ საკითხს უკავშირდება. უფსკრულის წინაშე ვდგავართ. ახლა გამოჩნდება, ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი და ვართ თუ არა ჰუმანური საზოგადოება.

განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა სამშობლოში და ის მოაკვდინეს, სიკვდილთან მიიყვანეს. დევნილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მას ციხეში კლავენ. მერე გვიან იქნება", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.