„აღმოჩნდა, რომ პატიმარ სააკაშვილის და პატიმარ ევა კაილის მდგომარეობის შედარება ისეთივე შეუძლებელია, როგორც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის“ - ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

ქართული ოცნების წარმომადგენელმა ან საქართველოს მოქალაქემ კი არა, საკუთარმა კოლეგებმა და საკუთარმა სტრუქტურამ უთხრა ევროპარლამენტს, რომ მათ მიერ მიღებული რეზოლუცია იყო სრული აბსურდი და მეტიც, სასამართლომ შეახსენა მათ, რომ სააკაშვილის მხარდაჭერა ნიშნავს, სისხლიანი და ყველაზე ანტიევროპული რეჟიმის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შაქარიშვილი ერთმანეთთან აკავშირებს ბოლო სამი დღის განმავლობაში განვითარებულ სამ მოვლენას: ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების წამება სისტემური ხასიათის იყო და დაკავებული ევროპარლამენტარის, ევა კაილის კოლეგების მიმართვას, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის წევრი ბელგიის ციხეში წამების მსხვერპლია.

„ეს უბრალო დამთხვევები არ არის! სამი დღის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა ეს მოვლენები და მათი ურთიერთკავშირი ყველაზე ურწმუნო ადამიანსაც კი ათქმევინებს - ღმერთი მაღალია და სამართლიანიო…“ - აღნიშნავს ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, ევროპარლამენტს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მწვავე პასუხი სწორედ მეორე ევროპულმა სტრუქტურამ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასცა.

„კორუფციასა და უსამართლობაში ჩაფლულ ევროპარლამენტს, ვერავინ უპასუხებდა მის სამარცხვინო რეზოლუციაზე, იმაზე უფრო მწვავედ და კონკრეტულად, ვიდრე ეს გააკეთა “ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ.” 
ბოლო სამ დღეში, სამი ამბავი გვაქვს ევროკავშირიდან - ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც სააკაშვილი მსხვერპლად არის გამოყვანილი, ხოლო ივანიშვილი შურისმაძიელბლად;

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა სისტემურ წამებასა და არაადამიანურ მოპრყრობას; 

და ბოლოს, ევროპარლამენტართა ჯგუფის მიმართვა, დაკავებული კოლეგის შესახებ, რომლებიც იტყობინებიან, რომ ბელგიის ციხეში სისტემატურად ირღვევა ყოფილი ვიცე-სპიკერის, ევა კაილის უფლებები, მას არაადამიანურად ეპყრობიან საკანში და რომ ის განიცდის ფსიქოლოგიურ წნეხს.

ეს უბრალო დამთხვევები არ არის! სამი დღის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა ეს მოვლენები და მათი ურთიერთკავშირი ყველაზე ურწმუნო ადამიანსაც კი ათქმევინებს - ღმერთი მაღალია და სამართლიანიო… 
ქართული ოცნების წარმომადგენელმა ან საქართველოს მოქალაქემ კი არა, საკუთარმა კოლეგებმა და საკუთარმა სტრუქტურამ უთხრა ევროპარლამენტს, რომ მათ მიერ მიღებული რეზოლუცია იყო სრული აბსურდი და მეტიც, სასამართლომ შეახსენა მათ, რომ სააკაშვილის მხარდაჭერა ნიშნავს, სისხლიანი და ყველაზე ანტიევროპული რეჟიმის მხარდაჭერას! 

აღმოჩნდა, რომ პატიმარ სააკაშვილის და პატიმარ ევა კაილის მდგომარეობის შედარება ისეთივე შეუძლებელია, როგორც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის!

ასე ხდება და ესე მოხდება ყოველთვის, როცა საკუთარ ღირებულებებს ფეხქვეშ გათელავენ და შეეცდებიან უსამართლობა ძალით თავს მოგვახვიონ!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.