1746007492
აფხაზეთის მთავრობაში დევნილი მოსახლეობისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

აფხაზეთის მთავრობაში დევნილი მოსახლეობისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ 143-ზე.
ზარი უფასოა და ინფორმაციის მიღება უკვე აფხაზურ ენაზეც შესაძლებელია.
ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციაზეც.