28 წლის გოგო, რომელმაც ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა
1731680284
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იმ კანონპროექტის უკან გაწვევის მომზადება დაიწყო, რომელმაც აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
დე ფაქტო ადმინისტრაცია შესაბამის დოკუმენტს უკვე ამზადებს. როგორც იქ განმარტეს, გადაწყვეტილება ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მიიღეს.
სოხუმში დღეს დილიდან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ე.წ. ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევს.