ბათუმის კულტურის ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1754409383
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ფარჰად ჰაჯიევი ხელმძღვანელობს.
მინისტრმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა და მათთან ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით უკვე არსებული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა.
მხარეებმა ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის კავშირების გაფართოების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელების საკითხს.
აღინიშნა, რომ ანაკლიის ბანაკში აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ჩამოყვანა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, ახალგაზრდული კავშირების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელების სრული მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსმა რამილ ჯაბაროვმა და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა კამალ ხალილოვმა.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.