ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
„ქალბატონი ნინო ნადირაძე, რომელიც სიმართლე გითხრათ, იუმორის სტილში შეიძლება ამ ყველაფრის განხილვა, რადგან ყველაფერზე საუბრობდა, გარდა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებებისა“ - ასე შეაფასა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ვივამედის“ დირექტორის ჩვენება.
„ნადირაძემ დაადასტურა მძიმე ავადმყოფობის ერთი დიაგნოზი, ხოლო რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ის ამაში კომპეტენტური არ არის. რაც შეეხება ექსპერტებს, რომლებიც დაიკითხნენ, აშკარად გამოიკვეთა მათი დასკვნის სიყალბე, ერთმა საერთოდ არ იცოდა რაზე მოაწერა ხელი და თქვა, რომ მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ და მეორე, ფსიქიატრი, მან თქვა, რომ მან ჩაატარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ისე რომ არ უნახავს ფიზიკურად ადამიანი. ორშაბათს 5 საათზე არის ბოლო პროცესი, მხარეები ვიტყვით ჩვენ დასკვნით სიტყვებს და ალბათ იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დასრულების შემდეგ.