გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
პროექტით, კანონის მოქმედება გავრცელდება იმ არასრულწლოვანზე, რომელთან მიმართებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი.
კანონპროექტი განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და მხარდაჭერის პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესს, პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებებსა და მათი კოორდინირებულად მუშაობის პროცედურებს.
კანონპროექტით წესრიგდება, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემასთან და პროცესთან, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლთან, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის განათლებასთან და არასრულწლოვნის რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის მიზანია, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენცია, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესისა და პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა და ალუდა ღუდუშაური.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955