1774295087
ადამიანი რომ დაიმონო, სახე უნდა დააკარგვინო, ერი რომ დაიმონო, საფუძვლები უნდა დააკარგვინო, რადგან შემდეგ არის მარტივი მისი დამორჩილება - თენგიზ შარმანაშვილი
ადამიანი რომ დაიმონო, სახე უნდა დააკარგვინო. ერი რომ დაიმონო, საფუძვლები უნდა დააკარგვინო, რადგან შემდეგ არის მარტივი მისი დამორჩილება. ეკლესიისა და ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიებში მილიონები იხარჯებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი წუხს, დაკრძალვის ცერემონიაზე რატომ არ მიიწვიეს.
„სტიპენდიას სწორედ იმაში იღებს, რომ გამოსულიყო და ეთქვა, ეს პატრიარქი არ ვარგა, ახალი უნდა ავირჩიოთო. თქვა თუ არა? რაიმეს ვიგონებ და ვაბრალებ? მან თქვა, პროევროპელი პატრიარქი უნდა ავირჩიოთ, თორემ ეს კაცი ეკლესიას დაღუპავს, რადგან პრორუსიაო. პეტრე ცაავას უღირსი საქციელის მიუხედავად, რომელიც პატრიარქს წარმოუდგენელ სიგიჟეებს აბრალებდა, ქართველმა ხალხმა მოიწვია ეროვნული კრება და ქუჩაში ვიხილეთ. ყველას პასუხი გაეცა, რომ უღირსი ცილისწამების არ სწამთ, ყველაფერს ცრემლით გასცეს პასუხი. ამ ყველაფერს კიდევ თუ ვერ ხედავენ, ქართველი ხალხი მძიმედ უპასუხებს. მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება საუკუნეებს შემორჩება და ამასაც ვერ ხვდებიან. არ შეიძლება, ამ უდიდესი ადამიანის წინააღმდეგ ასე ისაუბრონ. იცით, უწმინდესი მამებს ეუბნებოდა, ვინც ჩემზე ცუდს ლაპარაკობს, მათი სია შემიდგინეთო. მამებმა თქვეს, გვეგონა, მათ წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებსო და უწმინდესმა გვიპასუხა, მათთვის უნდა ვილოცოო. ასეთ ადამიანს ლანძღავენ და ეწინაღმდეგებიან. ზოგიერთ ტელევიზიაში ბოღმის მთხეველი ადამიანი წინა ხაზზე გამოუშვეს. გამოუშვან. ცდებიან, თუ ჰგონიათ, ქულებს მოიმატებენ, რადგან ამას ქართველი ხალხი უარყოფითად უპასუხებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.










