„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ფაქტი იმის შესახებ, რომ „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან პერიოდულად მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება, რასაც საზოგადოებაში უარყოფითი რეაქციები მოჰყვა.
ხოშტარიას მიმართ ოპოზიციის მაამებლურ განცხადებებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა: „წარმოიდგინეთ, მე რომ ვიღებდე მილიონობით რუბლს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რას გააკეთებდნენ ისინი“.
კობახიძის ამ განცხადებას „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ჰპასუხობს.
„თუ ეს იქნებოდა ჩარიცხული პოლიტიკური მოსყიდვის მიზნით, ვიტყოდი, რომ კობახიძე დამნაშავეა. თუ ის რაღაც სტატიას გამოაქვეყნებდა სამართლებრივ ჟურნალში რუსეთში და მიიღებდა ჰონორარს, არაფერს ვიტყოდი.
თუ მიიღებდა ბაბუამისის მიერ შექმნილი ღირებულებიდან თანხას, ვიტყოდი, რომ ძალიანაც კარგია, რადგან ეს ქონება ეკუთვნის საქართველოს და რატომ უნდა დარჩეს რუსეთში. საბჭოთა კავშირში გაძლევდნენ კაპიკებს და მისი დანგრევის შემდეგ, თუ გაჩნდა კანონი მემკვიდრეობის შესახებ და შთამომავლებმა რაღაც მიიღეს იმ ქონებიდან, რომელმაც ნაყოფი გამოიღო, აღნიშნულს ვიტყოდი“,- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან პერიოდულად მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან. ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.