400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები -კობახიძე

თავმჯდომარე

ზედიზედ ორი წელი ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან იყო 10.5% წელს პირველი ათი წლის მონაცემებით გვაქვს 10% ეკონომიკური ზრდა, რაც აღემატება იმას, რაც თავიდან იყო პროგნოზირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად შარშან წლის დასაწყისში თუ იყო 4250 დოლარი ქვეყნის ეკონომიკა ამ წლის ბოლოს გახდება დაახლოებით 7800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს მონაცემები მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. რა თქმა უნდა, ეს ზრდა თანაბრად ყველა მოქალაქეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემები გვაქვს აქაც მაგალითად მსოფლიო ბანკის. სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარ მიღმა ცხოვრობდა 850 ათასი ადამიანი. ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 ათასზე ნაკლები. ანუ 400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. 450 ათასი ადამიანი ისევ არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც ძალიან მძიმეა და აქეთკენ უნდა გავაგრძელოთ სვლა“, - განაცხა ირაკლი კობახიძემ.