პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საააზღვრის კვეთის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3%-საც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ, „ომისა და ღალატის პარტია“ ცდილობს, ქსენოფობიური მეორე ტალღა ააგოროს და დაარწმუნონს საზოგადოება, რომ საქართველოში რუსეთიდან უპრეცენდენტო რაოდენობით ადამიანები შემოდიან.
„წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 3-ჯერ ჩამორჩება 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3%-საც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია.
განცხადებებზე, რომლითაც რუსეთიდან საქართველოში მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუკი რაიმეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა“, - განაცხადა კობახიძემ.