2010 წელს და შემდგომ, 2012 წლის დასაწყისში შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - დღეს ეს ადამიანები ქსენოფობიურ კამპანიას აღვივებენ -  ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ამ ადამიანებმა 2010 წელს და შემდგომ, 2012 წლის დასაწყისში სრულად შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. გახსოვთ ალბათ საზღვარზე ჩასული მიხეილ სააკაშვილი, როგორ ამაყობდა მზარდი ნაკადით. ეს ადამიანები დღეს ქსენოფობიურ კამპანიას აღვივებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათ სურთ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართონ, რაც არ გამოუვათ.

„მაშინ, ჩვენი, რუსეთ-საქართველოს ომიდან იყო გასული არასრული 3 წელიწადი. ასეთ დროს შემოიღეს მათ უვიზო რეჟიმი, რაც დღემდე მოქმედებს. ამ ქსენოფობიურ კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი - რამენაირად ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში, რასაც რა თქმა უნდა ვერ მიაღწევენ“, - აღნიშნა კობახიძემ.