გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
"20 ივნისს დაანონსებული აქცია, რა თქმა უნდა, ყველაზე არაევროპული იქნება, იმიტომ რომ ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, იმ დესტრუქციულ ინტერესებს, რომელიც რადიკალური ოპოზიცია ატარებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს რეპუტაციული ზიანი მიეღო და ამ პროცესში ხელი შეშლოდა. ამიტომ თავისთავად, ეს აქცია ვერ გამოასწორებს იმ ჩადენილ დანაშაულებს ქვეყნის წინაშე, რაც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირში გაწევრიანების და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მასთან აფილირებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განახორციელეს“, - აღნიშნა წილოსანმა.