14 წლის წინ ამ დღეს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას - ესტონეთის საგარეო უწყება

ესტონეთი

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სლოვაკეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთი დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ.

„14 წლის წინ ამ დღეს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღემდე ის აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. სლოვაკეთი უარყოფს მსგავს ქცევას და თვლის არაკანონიერად, სახიფათოდ, უსარგებლოდ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა.