VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ეს კალენდარი შესაძლოა გამოგადგეთ, თუ გარკვეულ საქმეებსა და აქტივობებს გეგმავთ და გსურთ, გაარკვიოთ, ამისთვის შესაფერისი დროა თუ არა. მაშ, ასე - დავიწყოთ დღეიდან:
4 აგვისტო - კარგი დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისთვის. შეგიძლიათ გააკეთოთ ის კერძები, რომლებიც ბედნიერებასა და სიამოვნებას განიჭებთ ან კიდევ მოიმარაგოთ პროდუქტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ.
7 აგვისტო - ხელსაყრელი დღეა მშობლებისა და სხვა უფროსი ნათესავების დასახმარებლად.
8 აგვისტო - კარგი დღეა სახლის მოწესრიგებისთვის, შოპინგის დაგეგმვისთვის. ასევე, სასარგებლო იქნება სახლში შენახული დოკუმენტების გადათვალიერება, დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო საბუთი ადგილზეა.
9 აგვისტო - კარგი დღეა შორს მცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტელეფონი, სოციალური ქსელები და ა.შ.
10 აგვისტო - შეგიძლიათ შეიძინოთ ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინტერიერის ნივთები, მოაწყოთ თქვენი სახლი ისე, როგორც გსურთ.
11 აგვისტო - ხელსაყრელი დღეა სპორტისა და განტვირთვისთვის
12 აგვისტო - სასარგებლო იქნება ძველი ნივთების მოშორება: გადაყარეთ ან გააჩუქეთ.
13 აგვისტო - კარგი დღეა ფერწერისთვის ან ფოტოგრაფიისთვის.
14 აგვისტო - ხელსაყრელი დღეა მშობლებისა და სხვა უფროსი ნათესავების დასახმარებლად.
15 აგვისტო - ამ დღეს კარგი მუსიკა აუცილებელია . შეგიძლიათ კონცერტზე წასვლა.
16 აგვისტო - კარგი დღეა ახალი ტექნოლოგიებისა და რთული ინსტრუმენტების გამოყენების სასწავლად. წარმატებას მიაღწევს ის, ვინც ზუსტი დისციპლინების შესწავლითაა დაკავებული.
17 აგვისტო - კარგი დღეა სახლის გასაფორმებლად და გასახალისდებლად. ამისთვის თავად შეგიძლიათ, ხელნაკეთი ნივთები დაამზადოთ.
18 აგვისტო - კარგი დღეა დოკუმენტების მოწესრიგებისთვის.
19 აგვისტო - ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისთვის, მაგალითად, ლიტერატურისთვის.
20 აგვისტო - კარგი დღეა მოგზაურობის დასაგეგმად. შეიძინეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.
21 აგვისტო - შეგიძლიათ დაგეგმოთ და დაიწყოთ რემონტი, შეიძინოთ ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი სახლის განახლებისთვის.
22 აგვისტო - კარგი დღეა მცირე შესყიდვებისთვის - დაგეგმილიც და სპონტანურიც.
23 აგვისტო - ხელსაყრელი დღეა კარადებში და საკუჭნაოებში ნივთების მოსაწესრიგებლად.
24 აგვისტო - კარგია ჯანსაღი საკვების მომზადება, ზამთრისთვის სასარგებლო მარაგის გაკეთება.
25 აგვისტო - გაატარეთ დრო ბავშვებთან და სხვა პატარა ნათესავებთან ერთად.
26 აგვისტო - კარგი დღეა სახლის მოსაწყობად, სტუმრების მისაღებად.
27 აგვისტო - კარგი დღეა გარე საქმიანობისთვის, ოჯახური მოგზაურობისთვის.
28 აგვისტო - დღე შესაფერისია იმიჯის შესაცვლელად, გარდერობის განახლებისთვის.
29 აგვისტო - ხელსაყრელი დღეა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. კარგია ჯანსაღი საკვების მომზადება.
30 აგვისტო - საუკეთესო დღეა დასვენებისთვის.
31 აგვისტო - კარგი დღეა ძველი ნივთების მოსაწესრიგებლად, გაფუჭებული რაღაცების გამოსასწორებლად.
წყარო: beaumonde.ge