პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე დაამტკიცებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი შეძლებს, მიიღოს ზომები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთიდან იმპორტს, თუმცა აღიარა, რომ ამ დროისთვის ამ საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრისგან თანხმობა არ არის.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მცირე ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმება შესაძლებელი იქნება ახლა და საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე“, – განაცხადა ბორელმა.
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს სხდომა 10 და 16 მაისს არის ჩანიშნული.