პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ანტონ გერაშენკო მიიჩნევს, რომ მოლდოვა უნდა იყოს მზად, ვინაიდან ის შეიძლება უკრაინის მსგავსად რუსეთის მსხვერპლი გახდეს.
ამ განცხადებით გერაშენკო The Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის წყაროც ამბობს, რომ ,,კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო“.
როგორც გერაშენკომ ფორმულასთან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთს სურს სახმელეთო დერეფანი დნესტრისპირეთიდან ყირიმის მიმართულებით გაიყვანოს.
,,რუსეთს სურს სახმელეთო დერეფანი დნესტრისპირეთიდან ყირიმის მიმართულებით გაიყვანოს. გზად სურს ოდესის აღებაც. მოლდოვა უნდა იყოს მზად, ვინაიდან ის შეიძლება ისეთივე მსხვერპლი გახდეს, როგორც უკრაინა. მოლდოვას სურს, რომ ჩვენი რუსეთი დავამარცხოთ და მორალურად გვეხმარება“, - ამბობს გერაშენკო.