ცნობილია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა
1775022035
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანთან ომში ფინიშის ხაზი გამოჩნდა, თუმცა მას საბრძოლო მოქმედებების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ სურს.
„კონკრეტული ვადების დასახვა არ მსურს, მაგრამ ფინიშის ხაზს ვხედავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პრეზიდენტის მიერ დასახულ ყველა მიზანს ვაღწევთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, თუ ჩვენ ყველა მიზანს მივაღწევთ, ირანისთვის უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღის ქონა შეუძლებელი იქნება. მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო გახდება. ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა პრეზიდენტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს“, - განაცხადა რუბიომ.
მისი განმარტებით, ტრამპი ყოველთვის უზრუნველყოფს ამერიკელების უსაფრთხოებას.
„მადლობა ღმერთს, რომ ის ამას აკეთებს, იმიტომ რომ ბევრ ამერიკელ პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა რაიმე მოემოქმედა, მაგრამ ისინი ან არაფერს აკეთებდნენ, ან მხოლოდ აუარესებდნენ ვითარებას“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.