ზელენსკის განცხადებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინაში ომის დასრულებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია

zelenski

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ როგორ შეუძლია ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის გავლენა მოახდინოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე. ამის შესახებ ზელენსკიმ The Times of India-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„საკითხები მხოლოდ ცარიელი სიტყვებით არ უნდა წყდებოდეს. მოდი არის ძალიან დიდი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, რომლის მოსახლეობაც მილიარდნახევარია. ამ ტიპის ქვეყანა უბრალოდ არ ამბობს, რომ ომის დასრულებით არის დაინტერესებული“, - აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრს ნარენდრა მოდის შეუძლია გავლენა მოახდინოს ომის დასრულებაზე.

უფრო კონკრეტულად კი, ზელენსკის თქმით, ინდოეთს შეუძლია შეუერთდეს რუსეთის ეკონომიკის ბლოკირების საკითხს.

„რუსეთის ეკონომიკის ბლოკირება, იაფი ენერგორესურსების ბლოკირება, სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიის მუშაობის ბლოკირება... ეს ყველაფერი გამოიწვევს რუსეთის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას“, - აცხადებს ზელენსკი.