„ორქოს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება. ნომინანტებს შორის გიორგი მამარდაშვილია

იგ

 2023/2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება.

წელს პირველად ჟურნალი France Football-ი ჯილდოებს FIFA-ს ნაცვლად UEFA-სთან ერთად გადამცემს. ასევე, 2003 წელიდან პირველად ნომინანტებს შორის არ არიან არც პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, არც არგენტინელი ლიონელ მესი.

გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება. საუკეთესო მეკარე ლევ იაშინის ჯილდოს მიიღებს. ნომინანტებს შორის არის საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი. მისი კონკურენტები არიან: ემილიანო მარტინესი, პორტუგალიელი დიოგუ კოშტა, იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა, შვეიცარიელები გრეგო კობელი და იან ზომერი, უკრაინელი ანდრეი ლუნინი, ფრანგი მაიკ მენიანი, ესპანელი უნაი სიმონი და სამხრეთაფრიკელი რონვენ უილიამსი.

ცერემონია პარიზში, თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.