პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეტევა ზაპოროჟიეს სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელდა.
ამ დროისთვის ზარალისა და მსხვერპლის შესახებ სრული ინფორმაცია ზუსტდება.
ამასთან, 5 დეკემბრის ღამეს რუსმა სამხედროებმა კრივოი როგი დაბომბეს.
უკრაინული მედია წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით 64-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქი. საერთო ჯამში, რუსმა სამხედროებმა ბოლო ერთ დღეში განახორციელეს ორი სარაკეტო და ასევე, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 10-ზე მეტი დარტყმა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებებზე კონტაქტის ხაზის გასწვრივ.