სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ ოკუპანტების მიერ მოკლული ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი მაქს ლევინი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა. ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რუსული აგრესიის გაშუქებისას გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და თავდაუზოგავი ქმედებებისთვის დაჯილდოვდეს ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ევგენევიჩ ლევინი III ხარისხის ორდენით „სიმამაცისთვის““, - ნათქვამია განკარგულების ტექსტში.
ცნობილი უკრაინელი ფოტოჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაკს ლევინი ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მოკლეს. ფოტოჟურნალისტის ცხედარი ვიშგოროდის რაიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიაში იპოვეს. მას 13 მარტის შემდეგ ეძებდნენ.