უკრაინაში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

სამხედრო პატივი

უკრაინაში, ომში დაღუპულ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი ტყიბულში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს.

მებრძოლს ახლობლები და თანაქალაქელები ემშვიდობებიან. მათი თქმით, დავით გობეჯიშვილი დიდი დანაკლისია, როგორც ოჯახისთვის, ასევე ქალაქისთვის და ქვეყნისთვის.

ცნობისთვის, უკრაინაში დაღუპული მებრძოლი  დავით გობეჯიშვილი საქართველოში 31 მარტს გამთენიისას გადმოასვენეს. სამშობლოში ჩამოსვენებამდე ქართველი მებრძოლი კიევის ერთ-ერთ ეკლესიაში იყო დასვენებული.

გობეჯიშვილი ირპენში ჩასვლიდან მე-5 დღეს 25 მარტს გარდაიცვალა. ის 2008 წელს  საქართველოსა და რუსეთის ომშიც მონაწილეობდა. გობეჯიშვილი სოხუმიდან დევნილი იყო.

უკრაინისა და რუსეთის ომში 4 ქართველი მებრძოლი - დავით რატიანი, გია ბერიაშვილის, ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი დაიღუპა. სამწუხაროდ ბახვა ჩიქობავას საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.