VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მარიუპოლში კონტრშეტევას აუცილებლად განახორციელებენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მისი თქმით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და არის ქალაქის გათავისუფლების იმედი.
„ჩვენ არ გვჭირდება დაღუპული გმირები, ჩვენ ყველა მათგანი ცოცხალი გვჭირდება და ვინც ცოცხალი აღარაა - მათი სამხედრო პატივით დაკრძალვა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იქიდან ყველა გამოვიყვანოთ. კონტრშეტევა იქნება 101%-ით, დარწმუნებული ვარ. საკითხავია როდის, რა ძალებით და სად. იმიტომ რომ ამას გადაწყვეტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი,“- აღნიშნა ალექსი არესტოვიჩმა.