დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი უკრაინელ ბავშვებს ემოციური წერილით მიმართავს.
როგორც წერილშია ნათქვამი, უკრაინელი ბავშვები ყოველდღიურად გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული
“ბევრმა თქვენგანმა ნახა, ან განიცადა ისეთი რამ, რაც არცერთ ბავშვს არ უნდა ენახა. თუმცა, ყოველდღიურად უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული. თავი მაღლა ასწიო ყველაზე რთულ დროს“, - წერს ჯონსონი.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო ამაყობს უკრაინელი ბავშვებით.
"თქვენ მარტო არ ხართ. შეიძლება ქვეყანაში დაშორდეთ მეგობრებს, მაგრამ გყავთ მილიონობით სხვა მთელ მსოფლიოში. აქ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ ვაფრიალებთ უკრაინის დროშებს ჩვენი სახლებიდან, ოფისებიდან, ეკლესიებიდან, მაღაზიებიდან. ჩვენი ახალგაზრდები ხატავენ თქვენს დროშას თავიანთ კლასებში და ამზადებენ ლურჯ და ყვითელ სამაჯურებს თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად.
მთელი გულით იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს თავისუფლად შეძლებთ საკუთარ სახლებში, სკოლებსა და ოჯახებში დაბრუნებას, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს ამას. ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში, არასოდეს დაგივიწყებთ და ყოველთვის ვიამაყებთ, რომ ჩვენს მეგობრებს დაგიძახებთ“, - ნათქვამია ჯონსონის წერილში.