წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
„რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში“,- ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა.
„მეცამეტე დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ვანადგურებთ, სადაც შეგვიძლია. ყველგან, მაგრამ იქ ცაა, ასობით რუსული საკრუიზო რაკეტა. ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი. დიახ, ჩვენ ვანადგურებთ. რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენი ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
თუმცა, მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი „მკვლელობის მანქანები“.
„ჯერ კიდევ არის საკმარისი რაკეტები ტერორისთვის. ათეულობით უკრაინის ქალაქზე. მილიონობით მშვიდობიანი უკრაინელი ხალხისთვის“,- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.