„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აქამდე უკრაინაში ყოველთვის აღინიშნებოდა ქალთა საერთაშორისო დღე, თუმცა ახლა, როდესაც ქვეყანა რუსული არმიის ცეცხლშია გახვეული, ქალებს და დედებს პრეზიდენტი ამ თარიღს ვერ მიულოცავს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ათწლეულების განმავლობაში პირველად მარიუპოლში ჩვილი გარდაიცვალა, ახალშობილი დეჰიდრატაციას ემსხვერპლა.
„ამ დღეს უკრაინელები ყოველთვის ვულოცავთ უკრაინელ ქალებს, ჩვენს გოგოებს, ჩვენი დედებს, მაგრამ არა დღეს, როცა ასეთი სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხი კვლავ დაბომბეს ოკუპანტებმა.
ოკუპანტებმა დაბომბეს სუმი - ეს ჩვენი მშვიდობიანი ქალაქია, რომელიც რუსეთისთვის საფრთხე ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. მარიუპოლში ათწლეულების განმავლობაში პირველად, ჩვილი დეჰიდრატაციისგან გარდაიცვალა“, -აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.