დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსეთის აგრესიის გაკვეთილი, მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ, რა მოხდა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს.
„ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მეორე ლოყას ვუშვერდით. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ გაფრთხილებული არ ვიყავით. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წელს, სოლსბერის ქუჩებშიც კი და მე ვიცი ჩემი პოლონელი და ესტონელი კოლეგებისგან, თუ რა სიმწვავით გრძნობენ ისინი საფრთხეს“, – წერს ბორის ჯონსონი.