1692302192
ზელენსკი: ისეთ ზარალს ვაყენებთ დამპყრობლებს, რაც არასოდეს უნახავს უარეს სიზმარშიც კი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის რუსული არმიის დანაკარგზე საუბრობს.
„ისეთ ზარალს ვაყენებთ დამპყრობლებს, რაც მას არასოდეს უნახავს თავის უარეს სიზმარშიც კი. რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია დაგეგმილ საზღვრებს, მაგრამ მიაღწია თითქმის 10 ათას დაღუპულს. საშინელებაა, ესენი არიან 18-20 წლის ჯარისკაცები, თითქმის ბავშვები, რომლებსაც ვერც კი უხსნიდნენ, რატომ აპირებენ ბრძოლას და რატომ არიან უცხო ქვეყანაში. რუსეთს მათთვის სიკვდილის მაგივრად სხვა რამის მიცემა შეეძლო.
ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმებამ იმუშაოს. ეს არის დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა უფრო შორს წასვლა მოლაპარაკების პროცესში,"- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.